ამირან გამყრელიძე: ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან

ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინტერნეტკონფერენციისას განაცხადა.

გამყრელიძემ მიმართა საზოგადოებას, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ნაკლებად იაქტიურონ.

„​წირვა-ლოცვებზე შემიძლია მივმართო ჩემს მოსახლეობას, რომ ვიყოთ ნაკლებად აქტიური ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დროს ყველას გვინდა, ჩვენ მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ, წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან. იქნებ, წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც, რა თქმა უნდა, იმ პერიდოში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წელს ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ გართულდეს ტრანსპორტის მოძრაობა.

„ამიტომ, ამ ორი კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ აპრილის ბოლოს-მაისის პირველ დეკადაში.

და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი, არ იქნება მაშინ ინფიცირებული ათასები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ ათასები იქნა, რთულად გადასატანი იქნება ეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშვილმკვდარი დედა გიორგი გახარიას მიმართავს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“