ამირან გამყრელიძე – განმეორებით დაინფიცირება იშვიათია, თუმცა ამის შემთხვევები არის, ამიტომ ავირჩიეთ ჩინეთის მაგალითი და გამოჯანმრთელებულები ორკვირიან თვითიზოლაციაში გადადიან

„რეინფიცირების შემთხვევები ჩვენთან ჯერჯერობით არ ყოფილა. მორჩენილ ადამიანს Gანტისხეულები უჩნდება სისხლში, ეს იცავს, რა პერიდოით, ჯერ არავინ იცის, რადგან ახალია ამ ვირუსის ისტორია, თუმცა ის იცავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე, რომელთაც უკვე უფრო დიდ მასალაზე აქვთ ეს გამოცდილება და მათ შორის ჩინეთთან ჩვენ უკვე სამი ტელეხიდი გვქონდა საკონსულტაციო და გამოჯანმრთელების შემდეგ ორკვირიანი თვითიზოლაციაა, როცა ორჯერ პისიარით უარყოფითია და ადამიანი უნდა გაეწეროს, ისინი გადადიან თვითიზოლაციაში. ორი კვირის განმავლობაში მათ ვაკვირდებით. რეინფექცია ძალიან იშვიათია, იგივე მსოფლიო პრაქტიკით, მაგრამ არის შემთხვევები და ამიტომ, ამ შემთხვევაში ავირჩიეთ ჩინეთის მაგალითი, ვთქვათ ინგლისს აქვს ერთი კვირიდან 10 დღემდე. აქ მკაცრი რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ამ ეტაპზე არ არის, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად ვხელმძღავნელობთ ყველაზე მეტი გამოცდილება ვისაც ჰქონდა – ჩინეთის მაგალითით“ , – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“
შემდეგი სტატიაირაკლი შონია – პრემიერი განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფოსთვის ეკონომიკური სირთულეების დაძლევის საკითხებს