ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან:

“ამ ეტაპისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული რჩება ისევ 25 შემთხვევა ქვეყანაში, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა ნუ ვიმოგზაურებთ, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობაა და უნდა წავიდეთ, მაშინ ჩამოსვლისას დავიცვათ ის წესები, რომელიც მოგეხსენებათ 8 ქვეყანაზე ვრცელდება და ეს 8 ქვეყანა შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე, მორიგი ვიდეო-კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატიაადვოკატმა პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა