საგარეო საქმეთა სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე, მორიგი ვიდეო-კონფერენცია გაიმართა

კორონავირუსის გავრცელების საკითხზე, მორიგი ვიდეო-კონფერენცია გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დავით ზალკალიანი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე ესაუბრა. პირდაპირ კავშირზე იყო – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელორუსი, პოლონეთი, უნგრეთი, ბელგია, ნიდერლანდები და კორეის რესპუბლიკა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის მიერ გატარებულ ქმედებებსა და დაწესებულ შეზღუდვებზე. ასევე განიხილეს, ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიზანია კორონავირუსის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის პრევენცია.

“სიტუაცია ძალიან სწრაფად იზრდება და ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, ჩვენს მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

ამასთან მნიშვნელოვანია მოვიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ, რადგან ეს სიტუაცია კოორდინირებულ მუშაობას საჭიროებს,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ