ამილახვარი ნარკოტესტზე – გახარიას ქმედება რაღაცას მიუთითებს, მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს

ბატონი გახარია იმდენად აიბლანდა, რომ საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს, – ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა.

ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ გახარიას ქმედება რაღაცას მიუთითებს და მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს.

„თავად ის ფაქტი, რაც ამ საკითხის მის მიერ შეფასებას მოჰყვა – ერთი მხრივ, ტესტის გადადება, მეორე მხრივ, კახა კალაძის ინიციატივის იგნორირება, მესამე მხრივ, ტესტის საზღვარგარეთ ჩატარება, ცხადია, რაღაცას მიუთითებს. ვფიქრობ, საზოგადოება დასკვნებს თავად გამოიტანს. როდესაც ძალიან მარტივად, 5 წუთში შესაძლებელი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის გაწევა ისე, როგორც ეს კახა კალაძემ გააკეთა, ამას ავსტრიაში სიარული არ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ხალხი თავად გააკეთებს დასკვნებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 50.9% უჭერს მხარს
შემდეგი სტატიაბითაძე – „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის