ბითაძე – „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არაადეკვატურია.

„მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არის არაადეკვატური. მათ თავად უნდა გაიაზრონ და პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რასაც მათ მიერ გამოწვეული პოლიტიკური ტურბულენტობა იწვევს. „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს. სწორედ ეს გეგმა შექმნის იმის საფუძველს, რომ ახალი ინვესტიციები იყოს მოძიებული. სასიამოვნო არ არის, როცა ამხელა ინვესტიციის თაობაზე კომპანიის მსგავსს განცხადებას ვისმენთ, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი გაირკვევა. ჩვენთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა სახელმწიფო ცდილობს, ეს დამოუკიდებლობა მოიპოვოს, სამომავლოდ, მოსახლეობამ, მთავრობამ და ოპონენტებმა კარგად უნდა გავიაზროთ, გარკვეული თემებით სპეკულირება სახელმწიფოს და მის განვითარებას როგორ ზიანს აყენებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიამილახვარი ნარკოტესტზე – გახარიას ქმედება რაღაცას მიუთითებს, მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს
შემდეგი სტატიახაზარაძე ხელისუფლებას – ქართველ ხალხს თქვენი გაშვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ეს იქნება თქვენი ვერდიქტი