“ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 50.9% უჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 50.9% უჭერს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 25.2%, ხოლო მოძრაობა „საქართველოსთვის“-5,7%.

თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა გააცნო.

„სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3%.

კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

„ქართული ოცნება“-50.9%

„ნაციონალური მოძრაობა“-25.2%

„საქართველოსთვის“-5,7%

„გირჩი-მეტი თავისუფლება“-3,4%

„პატრიოტთა ალიანსი“-3.1%

„ლელო“-2.9%

„მოქალაქეები“-2.6%

„მესამე ძალა“-1,7%

„ევროპული საქართველო“_1.1%

„ლეიბორისტული პარტია“-0.9%

„გირჩი“-0.4%

სხვა პარტიებზე გადანაწილდა 2,1%“,-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

banner
წინა სტატიაშიაქუბარდია „ენკასთან” ხელშეკრულების გაწყვეტაზე – კომპენსაციის სახით, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს თანხის გადახდა
შემდეგი სტატიაამილახვარი ნარკოტესტზე – გახარიას ქმედება რაღაცას მიუთითებს, მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს