ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს.

სახ.დეპის სპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოში რუსული კანონის რეინიციირებით შეშფოტებულია და მათი პოლიტიკა უცვლელია.

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რადგან თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე პრობლემას შეუქნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, მისი მიღება ჯერ არ მომხდარა”,- თქვა მილერმა.

ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ დაიტერესდა გამოიწვევს თუ არა რუსული კანონის მიღება აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესებას, რასაც ილერმა ასე უპასუხა:

“ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით… დღეს სათქმელი არაფერი მაქვს”.

banner
წინა სტატიაშიმსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება – 9 აპრილის ღამე
შემდეგი სტატია“არა ოცნების ფეოდალურ რეჟიმს”-რას გეგმავს ალტ-ინფო