“არა ოცნების ფეოდალურ რეჟიმს”-რას გეგმავს ალტ-ინფო

პარტია ” ალტ-ინფოს ” გაუქმების შემდეგ პრორუსულ ორგანიზაციაში პროტესტმა იფეთქა. გაუქმებული პარტიის წევრებმა, “ქართული ოცნების” ოფისთან, შაბათს აქცია დაანონსეს. მათ ტელეგრამ არხზე ვრცელელდება ათობით ვიდეო, სადაც დაჯგუფების წევრები “ქართული ოცნების” სიმბოლოკიას წვავენ და ხევენ.

საჯარო რეესტრმა ძალადობრივ, პრორუსულ „ალტ ინფოს” პარტია „კონსერვატიული მოძრაობა” გააუქმა.

გადაწყვეტილება 8 აპრილით თარიღდება და რეესტრში უკვე ასახულია.

გაუქმების წარმოების დაწყების საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.

საჯარო რეესტრი სამართლებრივ დასაბუთებად ყრილობის წესდების წარუდგენლობას ასახელებს:

“2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბათილად იქნეს ცნობილი მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ #P21000039/0-1 (07/12/2021) გადაწყვეტილება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.” განმარტავს რეესტრი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ალტ ინფო” 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში გაატარა.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს