მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება – 9 აპრილის ღამე

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

9 აპრილის წინაპირობა

1989 წლის მარტში, ახლა უკვე ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლიხნში ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე შეადგინეს პეტიცია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას და რუსეთთან მიერთებას ითვალისწინებდა. აღნიშნულმა ფაქტმა რეგიონში მცხოვრები ქართველების და ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეშფოთება გამოიწვია.

მოგვიანებით, 3 აპრილს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ მხარდამჭერებთან ერთად სოხუმის ცენტრში მიტინგი გამართა, რის შემდეგაც ლიდერები თბილისში მასშტაბური აქციების გამართვაზე შეთანხმდნენ.

4 აპრილს ჯერ კიდევ საბჭოური საქართველოს დედაქალაქში აფხაზეთში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. მოქალაქეები რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკასა და სეპარატიზმის გაღვივებას შიმშილით აპროტესტებდნენ.

აფხაზეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის ბორის ადლეიბას გადაყენებით სიტუაცია არ შეცვლილა. პრობლემას უკვე რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა წარმოადგენდა. თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოწყურებული საზოგადოება აქციებს არ წყვეტდა და რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლთან [ამჟამინდელი პარლამენტი] ასობით ადამიანი იკრიბებოდა.

მსხვერპლის ფასად მოპოვებული თავისუფლება – 9 აპრილის ღამე

7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნის თხოვნით მიმართა. რამდენიმე საათში პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში საგანგებო დანიშნულების რაზმები შემოვიდნენ. შემდეგ დადგა 9 აპრილი – დილის 11:00 საათზე დედაქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაცია კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ მოსახლეობამ რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მიიღო.

banner
წინა სტატიაში9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! – დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს