“ამერიკის დაზვერვის ანგარიში არის ერთგვარი გაფრთხილება” – დავით ზალკალიანი

ამერიკის დაზვერვის დეპარტამენტის განცხადებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბრიფინგს უწყებაში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

“ეს განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა უნდა იყოს აღქმული იმ კონტექსტში, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღების მიქცევა ყველა იმ ინსტიტუტების მიმართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე პარტნიორ ქვეყნებში, რომ მოხდეს მინიმიზაცია და პრევენცია იმ საფრთხეებისა, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანიანმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილის ნიკოლას ბერლინერის თქმით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს საქართველოს მომავალი.

“ეს იყო ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც დაზვერვის სფეროს სპეციალისტების მიერ შეფასებულია, ამერიკული ინტერესებისთვის პოტენციური რისკები. შეერთებული შტატების მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს საქართველოს მომავალი, რომ ის განვითარდეს როგორც თავისუფალი საზოგადოება, რაც ასევე ქართველი ხალხის სურვილია. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა საკუთარი ინტერესები დავიცვათ და მნიშვნელოვანია ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ რა პოტენციური საფრთხე ემუქრება ჩვენს მიზნებს,“ – აღნიშნა ნიკოლას ბერლინერიმ.

banner
წინა სტატიაში”კანონიერმა ქურდმა” ბონდო სტურუამ უფლებადამცველებს მიმართა
შემდეგი სტატიაენგურჰესის გენერალური დირექტორი: აფხაზეთი ორ წელიწადში შუქის გარეშე დარჩება