სოხუმის პარკში აღმოჩენილი სამარხის გათხრა დაიწყეს

სოხუმში, პარკ “ზღაპარში” აღმოჩენილ აფხაზეთის ომისდროინდელ სამარხში წითელი ჯვირის საერთაშორისო ორგანიზაცია ცხედრების ესგუმაციის სამუშაოებს ატარებს. სამარხი დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მსგავსი სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიდის, სულ 45 სავარაუდო სამარხიდან 40-ში ჩატარდება – ორგანიზაციას სამარხების შესახებ ინფორმაციას ქართულ-აფხაზური კომისია აწვდის, რომელიც ამ თემაზე მუშაობს.

წითელმა ჯვრმა აფხაზეთში 1992 წელს დაიწყო მუშაობა. მაშინ ორგანიზაცია ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის მკვიდრთ წყლით და სხვა აუცილებელი ნივთებით ამარაგებდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა იორდანიის დელეგაცია მიიღო
შემდეგი სტატიაამერიკელს ფეხსაცმელში აუფეთქდა კამერა, რომლითაც ის გამვლელების კაბის ქვეშ ფოტოების გადაღებას აპირებდა