ამერიკელმა კონგრესმენმა ელექტრონული სიგარეტების აკრძალვის განხილვისას სიგარეტს მოუკიდა

რესპუბლიკელმა-კანონმდებელმა დუნკან ჰანტერმა აშშ-ს კონგრესის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომაზე, თვითმფრინავებში ელექტრონული სიგარეტების აკრძალვაზე მსჯელობისას, სიგარეტს მოუკიდა – ამის შესახებ USA Today წერს.
კონგრესმენმა სიგარეტის მოკიდებით პროტესტი გამოხატა მსგავსი ზომების მიღებაზე. “აქ (ელექტრონულ სიგარეტებში) წვის პროდუქტები არ არის. აქ არაფერია მავნე. ამაშია მომავალი” – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მოწყობილობა მწეველებს ნიკოტინის დამოკიდებულებისგან ანთავისუფლებს.
ჰანტერას კოლეგებს მის საქციელზე რეაქცია არ ჰქონიათ.
კენჭისყრის შედეგად, აშშ-ში ელექტრონული სიგარეტების თვითმფრინავში მოწევა აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშიდოიჩე ველეს” ფოტოგალერეა: “ოსკარი” და მისი მამაკაცები
შემდეგი სტატიაგერმანიაში 70-მდე ქართველი, მათ შორის 2 თვის ბავშვი დეპორტაციის მოლოდინშია