ამერიკელმა 11 ბავშვი აიყვანა მძევლად

ჯორჯიის შტატში ამერიკელმა მძევლად აიყვანა მისი ნაცნობი და 11 ბავშვი.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინციდენტის მიზეზი გახდა მამაკაცსა და მის ნაცნობს შორის კონფლიქტი. ამ უკანასკნელმა შეძლო პოლიციის გამოძახება ინციდენტის დროს.
შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი მოვიდა, თუმცა, შენობის შტურმით აღება საჭირო არ გამხდარა. მოლაპარაკებების დროს ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ეჭვმიტანილმა ყელის გამოჭრა სცადა.

მამაკაცი ჰოსპიტალიზირებულია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. 12 მძევალიდან არავინ დაშავებულა.
როგორც იტყობინებიან, ქალი ბავშვების დედა არ ყოფილა, ის მათზე უბრალოდ ზრუნავდა. ქალის და მამაკაცის კამათის მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.

banner
წინა სტატიაშიSOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“თუკი ეს ჩემი ძმაა, მე მას მოვკლავ”