“თუკი ეს ჩემი ძმაა, მე მას მოვკლავ”

"თუკი ეს ჩემი ძმაა, მე მას მოვკლავ"ბრიტანული მედიის ცნობით, გუშინ ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ვიდეო მიმართვის შესაძლო ავტორი, რომელიც პირადად ბრიტნეთის პრემიერს ახსენებს ვიდეოში და მას “თეთრი სახლის მარიონეტს” და “იდიოტს” უწოდებს, ამოცნობილია. “შოკირებული ვარ თუ არა? ჩემი ძმა ერთი წელია არ მინახავს. თუკი ის არის ვიდეოში, მას საკუთარი ხელებით მოვკლავ, როცა სახლში დაბრუნდება” – განაცხადა კონიკა დხარმა, რომელიც ამბობს, რომ ვიდეომიმართვის ავტორი მის ძმას არ ჰგავს.

გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ვიდეო-რგოლს, სადაც ბრიტანელების მუქარა ისმის, “სასოწარკვეთის ნიმუში” უწოდა.
“ეს სასოწარკვეთის ნიმუშია ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც საშინელ და ამაზრზენ საქმეებს სჩადის. ჩვენ დღეს კიდევ ერთი მსგავსი ვნახეთ. ისინი ტერიტორიებს კარგავენ, კარგავენ თავდაჯერებულობას და კარგავენ მხარდაჭერას” – თქვა კემერონმა.

მან გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ბრიტანეთს ვერ იტანენ არა მისი აქტიურობის გამო, არამედ მისი არსის გამო, როგორც ტოლერანტ, დემოკრატიულ, მრავალნაციონალურ და მულტირელიგიურ ქვეყანას.

მისი თქმით, ისლამური სახელმწიფო ადრე თუ გვნიან დასრულდება და ბრიტანეთი მათ “მუქარებს არასდროს წამოეგება”.

ახალ ვიდეორგოლში ბოევიკები ბრიტანეთში შეჭრით და მის ტერიტორიაზე ტერაქტებით იმუქრებიან. ჩანაწერში ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც ბრიტანული აქცენტით საუბრობს, ამბობს, რომ ვიდე-ომიმართვა სპეციალურად კემერონისთვის არის გაკეთებული.

ჩანაწერში ასევე ნაჩვენებია 5 ადამიანის მოკვლის პროცესი, რომლებმაც ბრიტანეთის სპეცსამსახურებში მუშაობა აღიარეს. ყოველ მათგანს ზურგიდან ესვრიან, რომლის შემდეგაც, ბავშვი, რომელიც 6-7 წლის არის, ამბობს რომ “ურჯულოების” მოკვლა გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა 11 ბავშვი აიყვანა მძევლად
შემდეგი სტატიამერკელი: “სამართლიანმა სახეომწიფომ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს დამნაშავეებს”