SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი

sokariSOCAR Energy Georgia ირანის გეგმებს, საქართველო გაზით მოამარაგოს, დადებითად აფასებს – ამის შესახებ SOCAR Energy ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მახირ მამედოვმა გააკეთა განცხადება.

“თუკი საქართველოს დამატებითი გაზი დასჭირდება, მას სრული უფლება აქვს ის შეისყიდოს. ეს ჩვენს მოცულობით ინტერესებზე არ იმოქმედებს. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან 2025 წლამდე ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული” – განაცხადა მამედოვმა, რომლის თქმითაც, საქართველოს ბაზარზე გაზის მოხმარების რაოდენობა ყოველწლიურად 8-9%-ით იზრდება. “საქართველოში გაზის მიწოდება და გაყიდვა თავისუფალი ბაზრის კონკურენციით ხორციელდება. მიმდინარე მომენტისთვის მომხმარებლებს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ და ჩვენი ფასიც სრულიად მისაღებია” – განაცხადა მამედოვმა, რომლის თქმითაც, ბუნებრივი აირი, რომელიც საქართველოში სომხეთიდან შემოვა, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას არ შექმნის.

“ქართული ბაზარი იმდენად პატარაა, რომ აქ კონკურენციაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ასევე, არ არსებობს ირანიდან საქართველოში გაზის მიწოდების მექანიზმები. ჯერჯერობით მხოლოდ საუბარი მიმდინარეობს ამ მექანიზმებზე. თუკი ის მოქმედებას დაიწყებს, მაშინ ამ გაზის ბაზარზე არსებობის ადგილი უნდა გამოჩნდეს. თუკი ირანული გაზი აზერბაიჯანულზე დაბალი ტარიფი ეღირება და თუკი მისი მიწოდება გახდება შესაძლებელი, მაშინ, ცხადია, კონკურენციაც გაჩნდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებული ხელსეკრულება ჩვენ თავისუფალი მოქმედების საშუალებას გვაძლევს” – ამბობს SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი.

banner
წინა სტატიაშიმიწისძვრა საქართველოში
შემდეგი სტატიაამერიკელმა 11 ბავშვი აიყვანა მძევლად