ამერიკელი ტურისტები შესაძლოა მოკლულები იყვნენ – “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხადას ხეობაში 19 წლის მწყემსი დააკავეს

Crime Scene

ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკელი ტურისტები შესაძლოა მოკლულები იყვნენ – გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 19 წლის მწყემსი დააკავეს. თუმცა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს.
ჩვენი წყაროს ცნობით, მწყემსსა და ამერიკის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვს, არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა ახალგაზრდამ ის მკვლელობის შემდეგ ხადას ხეობაში დამარხა.
გამომძიებლებმა სავარაუდო ეჭვმიტანილს უკვე ჩაუტარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
ხადას ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარალელურად, ხეობაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება. პროცესში ჩართულები არიან კრიმინალისტებიც.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ
შემდეგი სტატიაენმ საერთოდ აცდენილია ყველას და ყველაფერს – კალაძე დედაქალაქის განვითარების გენგებმაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს