ზვიად კუპრავას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს ზვიად კუპრავას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ინფორმაციას თავად ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ავრცელებს.
კუპრავას ვაკე-საბურთალოს სამმართველოში 12:00 საათისთვის ელოდებიან.
ზვიად კუპრავა ბრალს აბსურდულს უწოდებს და მომხდარის პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობს.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არც ერთი მუხლი არასდროს არ დამირღვევია. სამართლებრივადაც აბსურდია, რადგან სასამართლო დარბაზში არ ყოფილა ეს ყველაფერი, იყო სასადილოში და მოსამართლეების შეურაცხყოფა არ ხდება სასადილოებში, რესტორნებში, კაფე ბარებში და ასე შემდეგ. შემადგენლობა უნდა იყოს და თავად ვიყავი დაზარალებული, როდესაც საჭმლის ჭამა არ მაცადაპოლიციამ. მიუხედავად ამისა აქეთ მიყენებენ ბრალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა ჩემს მიმართ,“-აცხადებს ზვიად კუპრავა.
გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიერთ-ერთი ვერსიით ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს
შემდეგი სტატიაამერიკელი ტურისტები შესაძლოა მოკლულები იყვნენ – “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხადას ხეობაში 19 წლის მწყემსი დააკავეს