ენმ საერთოდ აცდენილია ყველას და ყველაფერს – კალაძე დედაქალაქის განვითარების გენგებმაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

დედაქალაქის მიწათსარგებლობის დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. თბილისის გენგეგმის განხილვა აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, პირველი იანვრიდან კი თბილისს განაშენიანების უკვე ოფიციალური დოკუმენტი ექნება. ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერი პასუხობს.
თბილისის მერი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დედაქალაქის განვითარების გეგმას საერთოდ არ იცნობს.
„ნაციონალური მოძრაობა საერთოდ აცდენილია ყველას და ყველაფერს. რომ კითხო რას ნიშნავს გენერალური გეგმა და რას უნდა წარმოადგენდეს, დარწმუნებული ვარ ვერც ერთი ვერ გეტყვის რაზეა საერთოდ საუბარი. გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დაეფუძნება ქალაქის გრძელვადიან განვითარებას,“-განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მიწათსარგებლობის დოკუმენტში არსებულ
ხარვეზებზე საუბრობს. “ნაციონალურ მოძრაობას” მთავარი პრეტენზიები რეკრეაციული ზონის შემცირებასა და საქალაქო ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდება, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, გენ.გეგმის პროექტში გათვალისწინებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ტურისტები შესაძლოა მოკლულები იყვნენ – “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხადას ხეობაში 19 წლის მწყემსი დააკავეს
შემდეგი სტატიაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად დამწვრობის ცენტრში მიმართვიანობამ იმატა