ამერიკელებს ურჩევენ მთიანი ყარაბაღიდან თავი შორს დაიჭირონ

ashhაშშ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანში იყოფებიან, რეკომენდაციას აძლევს მთიან ყარაბაღში არ წავიდნენ – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარატმენტი ავრცელებს ინფორმაციას.
უწყება მიუთითებს „ძალადობის სერიოზულ ესკალაციაზე“ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომლის მსხვერპლი, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ათობით ჯარისკაცი გახდა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის საელჩოები ამერიკელ ჩინოვნიკებს უფლებას არ აძლევენ რეგიონში ჩავიდნენ: „ასევე, ჩვენ სერიოზულ რეკომენდაციას ვაძლევთ აშშ-ს მოქალაქეებს, რომ მთიან ყარაბაღში არ ჩავიდნენ. ამ რეგიონში აშშ-ს საკონსულო არ მუშაობს“ – ნათქვამია განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია სამი დღის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისუ-24-ის პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ჩვენება შეცვალა
შემდეგი სტატიასირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე განცხადება გააკეთა