ამერიკელ პოლ უილანს რუსეთში ჯაშუშობაზე წაუყენეს ბრალი

აშშ-ს მოქალაქე პოლ უილანს 3 იანვარს რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი – რუსული “ინტერფაქსი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსკოვის სასამართლომ უილანი ორი თვით, 28 თებერვლამდე დააპატიმრა. დაცვამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ახლა ამერიკელი წინასწარი დაკავების კამერაშია კარანტინზე, დღესასწაულების შემდეგ მას საერთო ოთახში გადაიყვანენ.

ადრე დაკავებულის ოჯახმა გაავრცელა, რომ უილანი რუსეთში მეგობრის ქორწილში წავიდა. რუსეთში აშშ-ს ელჩმა დაკავებული გუშინ მოინახულა. ამერიკელს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ურჩევს ჩინეთში წასვლისას განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღეა