სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა-ამის შესახებ  “თაიმერს” ინფორმაცია ალექსანდრე მოწერელიამ დაუდასტურა. 

ოფიციალური ინფორმაციით, მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი. იგი ასევე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლი იყო.ბოლო პერიოდში კი მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშილალი ტურძელაძე : ყველა წესის დაცვით მუშაობდა მედპერსონალი, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა