რესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავდმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კოვიდ 19-ით ინფიცირებულია.

„მხოლოდ ერთია კოვიდინფექციით დადასტურებული პაციენტი. დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა“,- განაცხადა გოფოძემ.

გოფოძის განმარტებით, დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: კორონა ვირუსის ეპიდემიისა და საერთაშორისო ფრენების შეჩერების გამო, საქართველოს 6 000 იდან 10 000-ს მოქალაქემდე, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას