ამბროლაურის დეპუტატის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარის გივი ქურციკიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატის ინფორმაციით, მისთვის ჯერ უცნობია, რა გახდა დაკავების მოტივი.

ნიკოლოზ ალთუნაშვილის თქმით, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ქურციკიძეს ბრალს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

„შევხვდი ბატონ გივის, ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული და საერთოდ არ ვიცით რას ედავება გამოძიება, მაგრამ დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. რა საფუძველიც არ უნდა იყოს, თავს არ ცნობს დამნაშავედ. მე არ მაქვს ჯერ არანაირი ინფორმაცია, მასალები არ გადმომცემია, ბრალი არ აქვს წაყენებული. ჩვენთვის ჯერ უცნობია დაკავების საფუძველი“, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ ინჯია – საარჩევნო უბნებზე პარტიების წარმომადგენლები უფრო კვალიფიციურები და პრინციპულები უნდა იყვნენ
შემდეგი სტატიაახალი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს