ფრიდონ ინჯია – საარჩევნო უბნებზე პარტიების წარმომადგენლები უფრო კვალიფიციურები და პრინციპულები უნდა იყვნენ

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი რეკომენდაციების მომზადების საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ ვაკის საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ დამკვირვებლები და პარტიების წარმომადგენლები უფრო კვალიფიციურები და პრინციპულები იქნებიან, მსგავსი დარღვევის ფაქტები აღარ განმეორდება.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა 20 ბიულეტინი ბეჭდების გარეშე გასცა. ამ პროცესს ათობით ადამიანი უყურებდა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები და წარმომადგენლები. ხომ არ იქნებოდა მისაღები რეკომენდაცია გაგვეკეთებინა ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და დაგვეფიქსირებინა, რომ პარტიების წარმომადგენლები, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური, იმაზე უფრო კვალიფიცირებულები და უფრო პრინციპულები იყონ ვიდრე იმ საარჩევნო უბანში იყვნენ. იქ მხოლოდ ერთი კაცი აშავებდა, მაგრამ ამისი მოწმე ათეულობით ადამიანი იყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თუ იქნებოდნენ უფრო პრინციპულები, უფრო ყურადღებიანი და ერთგულნი თავისი პარტიების, ბიულეტინების გაცემის აღნიშნული ფაქტი არ მოხდებოდა“, – განაცხადა კომისიის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია ჟვანიას გადადგომაზე – თავად „ოცნებას“ არ აწყობდა მისი იქ ყოფნა
შემდეგი სტატიაამბროლაურის დეპუტატის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს