ახალი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს

პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.

კანონმდებლობის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე თუ არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა ხუთი წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − ექვსი თვე.

კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება.

კანონით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან შვიდი დღის ვადაში წარედგინება ცესკო-ს.

banner
წინა სტატიაშიამბროლაურის დეპუტატის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე – თამარ ჟვანია სიმბოლოა იმ კრიზისის, რაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ