ამ უღირს ქმედებას ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა, ეპისკოპოსმა გრიგოლმა… მე მივცემ შენიშვნას და გავაფრთხილებ მკაცრად მას… – დეკანოზი ისაკაძე

დეკანოზი დავით ისაკაძე მეუფე გრიგოლს მკაცრად აფრთხილებს, რომ კამერების წინაშე აღარასოდეს ისაუბროს საეკლესიო სასამართლოსა და სინოდალური განხილვის შესახებ. აღნიშნული განცხადება დეკანოზმა ისაკაძემ, სპეციალურად გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო მასალაში გააკეთა, რომელიც სოციალურ ქსელში აიტვირთა.

დეკანოზი ასევე მეუფე გრიგოლს, პეტრე ცაავას მხარდაჭერაში ამხელს და თავად ცაავას ქმედებას უღირს და ზნედაცემულ ქმედებად აფასებს.

“განცხადება შეეხება პეტრე ცაავას ყოვლად უღირს, ზნედაცემულ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია ამდენი შფოთი, ამდენი გულისტკენა მთელს საქართველოში, ჩვენს საზოგადოებაში. აღარ შევეხებით ამ ფაქტს, ჩვენ მხოლოდ გვინდა მოვახდინოთ ერთი ფაქტის კონსატატაცია. ამ უღირს ქმედებას გარკვეულწილად ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა, ფოთელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა. როდესაც მან კამერების წინაშე განაცხადა რომ ეს საკითხი რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა უნდა იყოს განხილული და ასე ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გამოტანილი. ანუ ეს არის გინდათ ირიბი, გინდათ პირდაპირი ჩარევა და მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ, ზნედაცემულ, ამორალურ ქმედებაში. მე თავს მივცემ უფლებას, მივცემ შენიშვნას და თან გავაფრთხილებ მკაცრად გრიგოლს, რომ კამერებთან ამ საკითხზე და თან მითუმეტეს ეს როდესაც ეხება საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, არ უნდა მიეცა უფლება თავისი თავისათვის რომ საეკლესიო სასამრთლოს შესახებ ან სინოდალური განხილვის შესახებ მოეწოდებინა ეპისკოპოსებისათვის. რადგანაც ეს არის ფაქტიურად ქმედება, იმისათვის მიმართული რომ საეჭვო გახდეს ადამიანის, ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი მხოლოდ კათალიკოს პატრიარქზე ადამიანის ზნეობის შესახებ მსჯელობა. ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ეპისკოპოსი”,-აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება ია კერზაიას საქმესთან, პოლიტიკური სპეკულაციაა
შემდეგი სტატიათემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება, თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ – მაჩალიკაშვილი