თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება, თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ – მაჩალიკაშვილი

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გასაჯაროებულ სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო მაჩალიკაშვილი და მისი შვილის საქმეში არსებულ დარღვევებზე და ფაბრიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ უღირს ქმედებას ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა, ეპისკოპოსმა გრიგოლმა… მე მივცემ შენიშვნას და გავაფრთხილებ მკაცრად მას… – დეკანოზი ისაკაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-ნატო-სთან მიმართებით უნდა შევიქმნათ სწორი მოლოდინები