(foto) რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე

zuk12ამ წუთებში, ზუგდიდის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. ადგილზე მოვაჭრეები არიან შეკრებილები. ისინი შემდუღლებლებს მათი კუთვნილი დახლების დემონტაჟის საშუალებას არ აძლევენ. ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის განმარტებით, ქალაქის მერიისაგან კონსტრუქციის დაშლის შესახებ განკარგულება მიიღეს. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია აცხადებს, კონსტრუქციების დემონტაჟი ხდება ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნით, თუმცა ბაზრის ხელმძღვანელობა  აღნიშნულ ინფორმაციას უაროფს და აცხადებს, რომ მათ სასამრთლოში შეიტანეს  მერიის მიერ აქციონის წესით გამოცხადებეული კანონიერებსთან დაკავშირებით სარჩელი. ვიდრე სამართლებრივი პროცესი არ დასრულდება ისინი თანახმა არიან აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. ამ წუთებში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სამრთალდამცველებითაა გარშემორტყმული. მოვაჭრეები არ აძლევენ შესაბამის სამსახურებს და სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებს კონსტრუქციების დაშლის ნებას. როგორც ისინი აცხადებენ თუ იქნება წინააღმდეგობა ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.  მათ ბენზინიც ააქვთ მოტანილი, რათა  ხელი შეუშალონ ამ პროცესს.

zug1zugd4789demontaJi

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია საგანგებო მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) ბათუმში ინდური ფილმისთვის მუსიკალური კლიპი გადაიღეს