„ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“

„ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ბოლო, შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ოპონენტებმა არ ისურვეს ევროპული საარჩევნო კამპანიის წარმოება. ევროპულობა და ქართველობა კი კობახიძის განცხადებით, ღირსებისა და ქალის პატივისცემას გულისხმობს.

“ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ღირსეული, ევროპული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული და არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს ღირსების პატივისცემას, ქალის პატივისცემას, ამის საპირისპიროდ ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უღირსი, სიყალბე, აგრესია და სიძულვილი ოპონენტების მხრიდან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე – დაკავებულია სავარაუდოდ, 3 ადამიანი