სპეცოპერაცია ურიდიას ქუჩაზე – დაკავებულია სავარაუდოდ, 3 ადამიანი

ნაძალადევის რაიონში ურიდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ამ დომდე არ ავრცელებს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ყვებიან, რომ სავარაუდოდ, დაკავებულია 3 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანა, მოსდევდა უცნობი პირების ავტომობილს, რის შემდეგაც მათი დაკავება სწორედ ურიდიას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებული პირები აქამდე არ უნახავთ და სავარაუდოდ, ისინი მათი უბნის მაცხოვრებლები არ არიან.

“დავინახე ხალხი ძირს დაწოლილი და იარაღებით”-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

banner
წინა სტატიაში„ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“
შემდეგი სტატიაროდესაც შენი პარტნიორი მთავარი ქვეყანა ნიშნავს ელჩს, ამას წინააღმდეგობა ნამდვილად არ უნდა გაუწიო – ეკა გიგაური აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე