“ამ მთავრობას არც გეგმა და არც მორალური ძარღვი არ აქვს, რომ აღიაროს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ლარი” – ჭიაბერაშვილი

“ამ მთავრობას არც გეგმა და არც მორალური ძარღვი არ აქვს, რომ აღიაროს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ლარი” – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერშვილმა გააკეთა.

“ლარის რყევა საქართველოში ემთხვევა ქართული ოცნების მმართველობას და ჩვენი ეკონომიკის და ლარის დასუსტება 2014 წლიდან დაიწყო. ამიტომ ოცნების მიერ ლარის მორიგი დასუსტება დააბრალო ანტისაოკუპაციო აქციებს რუსთაველზე, ეს კიდევ ერთხელ არწმუნებს ჩვენს მოქალაქეებს რომ ამ მთავრობას, არათუ კონკრეტული გეგმა არ აქვს რა უნდა ეშველოს ეკონომიკას, არამედ არ აქვს არანაირი მორალური ძარღვი, რომ გულწრფელად თქვას ის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ლარი.” – განცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბაჩუკი ქარდავა : ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის
შემდეგი სტატია“როდემდე უნდა იყოს ასე ბედს მინდობილი ეროვნული ბანკი, მცდელობაც კი არ აქვს, რომ რაიმე იღონოს” – გოცირიძე