ბაჩუკი ქარდავა : ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2019 13:59

ბაჩუკი ქარდავა : ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის

ჩვენ ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან ის უკვე სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის და ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის, – ამის შესახებ ედპ-ს ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში დამყარებულია დიქტატურა.

„ეს დიქტატურა ცოტა პაროდიულად გამოიყურება, რადგან ძალიან მცირე დრო აქვს ხელისუფლებაში ყოფნის. ბრძოლა ამ შემთხვევაში მძიმე და კონსოლიდირებული იქნება. დიქტატურას პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა ან შიდაპატიმრობა ახასიათებს. 18 სინდისის პატიმარი გვყავს. ბრძოლა და აქტივობები არც აგვისტოში განელდება. მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი ბრძოლა იქნება სამოქალქო სექტორთან ერთად. ჩვენ ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან ის უკვე სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის და ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2019 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics