“როდემდე უნდა იყოს ასე ბედს მინდობილი ეროვნული ბანკი, მცდელობაც კი არ აქვს, რომ რაიმე იღონოს” – გოცირიძე

როდემდე უნდა იყოს ასე ბედს მინდობილი ეროვნული ბანკი, მცდელობაც კი არ აქვს, რომ რაიმე იღონოს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე წერს.

“როდემდე უნდა იყოს ასე ხელებჩამოშვებული და ბედს მინდობილი ეროვნული ბანკი. მცდელობაც კი არ აქვს, რომ რაიმე იღონოს. მთავრობასთან ერთად კომპლექსურ ღონისძიებებს რომ თავი დავანებოთ, მცირეოდენი ინტერვენციის მცდელობაც კი არ ჰქონია. იქნებ დაემშვიდებინა ბაზარი.
თავი და თავი ის მახინჯი ეკონომიკური რეალობაა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებდნენ ამ შვიდი წლის განმავლობაში და რომელზეც პირველი ლარი რეაგირებდა ასე მტკივნეულად”, -წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში“ამ მთავრობას არც გეგმა და არც მორალური ძარღვი არ აქვს, რომ აღიაროს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ლარი” – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაზუგდიდში მამა-შვილი ჭაში ჩავარდა