კობახიძე: გვქონდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის, 1500-მდე უბნის გადათვლა, თუმცა უარი მივიღეთ

დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გვქონდა და მთავარი გზავნილი მაინც უკავშირდებოდა რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნების საკითხს. მთავარი ხაზი დაკავშირებული იყო არჩევნების გაყალბებასთან, რაზეც ისინი საუბრობდნენ და რადიკალურ ოპოზიციას ამაზე ჰქონდათ აგებული მთელი ის შანტაჟი, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადგან ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მარტივი რამ შესთავაზა.

„მოდით, გადავამოწმოთ ეს არ არჩევნები. რა იყო და არა მოხდა სინამდვილეში. ვიდრე დღეს ეს შეთავაზება წარედგინებოდა ოპოზიციას, მანამდე გვქონდა იგივე მცდელობა, ოღონდ განსხვავებული ფორმით. გვქონდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის, 1500-მდე უბნის გადათვლა, თუმცა უარი მივიღეთ. ასევე შევთავაზეთ 3700-ზე მეტი უბნის ვიდეოჩანაწერის წარდგენა შევთავაზეთ, რაზეც უარი მივიღეთ და დებატებთან დაკავშირებითაც მივიღეთ უარი“, – განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებსაც უფრო რადიკალური პოზიცია უკავიათ და არიან პარტიები, რომლებიც ნაკლებად რადიკალურებია არიან.

banner
წინა სტატიაშიალიკო ელისაშვილი: მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაამ არჩევნებში სააკაშვილი ჩართული იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ეს იყო პოლარიზაციის მთავარი წყარო ჩვენს ქვეყანაში