ალიკა კუპრავა: მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, მოვიდნენ და დადგნენ აქ

“მოვუწოდებ ყველას, კომენდანტის საათი ნუ შეგაშინებთ. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, მოვიდნენ და დადგნენ აქ!”, -ამის შესახებ სამოქალაქო აქტიივისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა.

ამ წუთებში, სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: პოზნერის საგულაო ჯგუფი გამოვიდა სასტუმროდან, მიდიან საქეიფოდ – კომენდანტი?
შემდეგი სტატიაკახიძე: საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ