ხოშტარია: პოზნერის საგულაო ჯგუფი გამოვიდა სასტუმროდან, მიდიან საქეიფოდ – კომენდანტი?

“პოზნერის საგულაო ჯგუფი გამოვიდა სასტუმროდან და მიდიან საქეიფოდ– კომენდანტი? პ.ს პოლიციის ესკორტით დადიან”. – წერს პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი თბილისში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

პოზნერი, რომელსაც ხვალ 87 წელი უსრულდება, დაბადების დღის გადახდას საქართველოში აპირებს. მასთან საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლები.

სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშიპოზნერი და მისი მეგობრები “ვინოტელში” აქტივისტების პროტესტის ფონზე ვახშმობენ
შემდეგი სტატიაალიკა კუპრავა: მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, მოვიდნენ და დადგნენ აქ