კახიძე: საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ

“საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე რუსი ჟურნალისტის ვიზიტს.

“საქართველოს მოქალაქეები 9 საათზე სახლებში არიან. გადაადგილება აკრძალული აქვთ. ჯარიმა – 2000 ლარი. რესტორნები დაკეტილია.

რუსეთიდან ჩამოსულ, საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ. ესკორტიც დააცილებს. და ამათ “დაიბრუნეს ღირსება” 2012 წელს.

ნარიშკინის, გავრილოვის და პოზნერის მთავრობა”, – წერს კახიძე სოციალურ ქსელში.

ამ წუთებში, სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშიალიკა კუპრავა: მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, მოვიდნენ და დადგნენ აქ
შემდეგი სტატიაშსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ