“ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის იარაღზე აღმოჩენილი დნმ ლევან მექვაბიშვილს ეკუთვნის”

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილის პროცესზე სამხარაულის ექსპერტები დაიკითხნენ. მათ დაადასტურეს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღზე, კერძოდ ჩაქუჩზე აღმოჩენილი დნმ ბრალდებულის გენეტიკურ პროფილს ეკუთვნის. ექსპერტებმა მათ მიერ გაცემული დასკვნები დაადასტურეს, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ნივთმტკიცებებზე მექვაბიშვილის კვალი აღმოჩნდა.

ბრალდებულის ადვოკატმა ნოდარ თოფურიძემ აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების 15 000 ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა. შუამდგომლობა მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა.

პროცესი 15 სექტემბრისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს მთაწმინდაზე იყრის
შემდეგი სტატია“მთავარია, რომ საქართველოში დავამკვიდრეთ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად”