“მთავარია, რომ საქართველოში დავამკვიდრეთ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად”

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ საქართველოში დავამკვიდრეთ არჩევნების სრულიად ახალი კულტურა და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საჩხერეში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე წარადგინა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოთხ რაიონში წარადგინა მაჟორიტარები.

“ოთხივე კანდიდატი არის გამორჩეული და ღირსეული. იმერეთში, მინდა ვთქვა, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, იქნება გამარჯვებული. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ. ორმოცი ათასი ადამიანი მოვიდა ქუთაისში. ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის და კამპანიის გახსნის აქციაზე. დღესაც ხედავთ რამდენი ადამიანია. ადამიანები ხედავენ და ხვდებიან, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს რეალურად სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა მოიტანოს თითოეულ ოჯახში. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, ადამიანური რესურსი, გამოცდილება და განათლება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც განახლებულიც არის, შედგება ძველი მებრძოლებისგანაც და ერთ გუნდათ დარაზმულები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ დავამკვიდრეთ სრულიად ახალი კულტურა არჩევნების საქართველოში და ჩვენ არ ვყოფთ ქვეყანას ბანაკებად. ჩვენ ის გვინდა, რომ ყველა ადამიანი ჩაერთოს ამ ერთ მიზიდულობის ცენტრში და ერთად ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის იარაღზე აღმოჩენილი დნმ ლევან მექვაბიშვილს ეკუთვნის”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა და კახი კახიშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს