სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს მთაწმინდაზე იყრის

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელი კანდიდატად იყრის კენჭის.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა საზოგდოებას ვაცნობო, რომ მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი კანდიდატურით. ის, რასაც ვაცხადებდი რამდენიმე კვირა და თვეა, რომ ვაპირებდი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, ფორმა არის ასეთი – დამოუკიდებელი კანდიდატურა. არც გაგიკვირდებათ და შეიძლება ბევს გაუხარდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია“ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის იარაღზე აღმოჩენილი დნმ ლევან მექვაბიშვილს ეკუთვნის”