ალექსი პეტრიაშვილი : ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

„ან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა სამყაროში ან ეს ხალხი ატარებს კვლევას სხვა სამყაროში,“ – ასე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, GFK-ს კვლევას. მისი თქმით დღეს დადებული შედეგებიუ ღიმილის მომგვრელია.

პეტრიაშვილისგანცხადებით, რეალური განწყობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

„რამდენიმე დღე დარჩა და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიაში 2016 წლის 8 ოქტომბერს ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნების შედეგები დადგება. ერთი, რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, 8 ოქტომბერს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაიფორმებს გამარჯვებას, რადგან საყოველთაო აღიარება მოხდა და ყველაზე გავლენიანმა მოქალაქემაც კი აღიარა, რომ იქნება მეორე ტურები,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას სჭირდება ახალი ალტერნატივა და ეს ძალა, მისი აზრით, თავისუფალი დემოკრატები არიან.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი : ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან არსად წამსვლელი არ არის