ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება.

შესაბამის განცხადებას ვერშბოუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატო-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, თუმცა მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ალექსანდრ ვერშბოუ.

banner
წინა სტატიაში“ნომერ პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე უნდა დაიკითხოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი” – ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებზე დღეს გამოკითხავენ
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანების ვაჭრობის ბრალდება – 4 შვილის დედა დასთან ერთად დააპატიმრეს