არასრულწლოვანების ვაჭრობის ბრალდება – 4 შვილის დედა დასთან ერთად დააპატიმრეს

4 შვილის დედა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალი, საკუთარ დასთან ერთად არასრულწლოვნების ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. მოლდოვადან ჩამოსული მრავალშვილიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში, სავარაუდოდ, სწორედ ბავშვებისაგან მოწყალებით მიღებული თანხით ცხოვრობდა. მძიმე ბრალდებით დაკავებული დების წინააღმდეგ გამოძიების მთავარი მტკიცებულება ფარული კადრებია, სადაც ჩანს, როგორ სძალავენ ბავშვებს მუქარით დედა და დეიდა მოწყალებით შეგროვებულ ფულს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ არიან.

banner
წინა სტატიაშიალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა : შემოდგომაზე ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება…