“ნომერ პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე უნდა დაიკითხოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი” – ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებზე დღეს გამოკითხავენ

ირაკლი ოქრუაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 20-21 ივნისის მოვლენებზე მოწმის სტატუსით დაიკითხება.

ოქრუაშვილმა ოპოზიციის სხვა ლიდერების მსგავსად უარი თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე. “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი სამართალდამცველებისგან ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს და დარმწუნებულია, რომ საერთშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გარეშე გისოსებს მიღმა გაცილებით მეტი პოლიტიკოსი იქნებოდა.

“მთავრი არის ერთი რამ, ნომერ პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად უნდა დაიკითხოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ურცხვად აცხადებს, რომ თითქოს იმ ღამეს ეძინა და არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა. არავის არ სჯერა ამ ზღაპრების, მან მშვენივრად იცოდა რა ხდებოდა და მან გასცა ბრძანება აქციის დარბევის,”-აცხადებს ოქრუაშვილი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ოქრუაშვილის დაპატიმრების საქმე, ყოფილი მინისტრი პასუხობს:

“არ ვიცი ვნახოთ, მაგათ თავში რა მოიხარშება მე ვერ გეტყვით, თუმცა აბსოლუტურად არაადეკვატურები რომ რიან, ეს ნათლად ჩანს.”

banner
წინა სტატიაშისასამართლოში არიან ავტორიტეტები-მაია ვაჩაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს
შემდეგი სტატიაალექსანდერ ვერშბოუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება