სირიული წყაროების ცნობით, ბოლო ერთი დღის მანძილზე რუსული ავიაციის დაბომბვებს ალეპოს შემოგარენში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა…
გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს გარეუბნებში ბუსტან ალ-კასრში და მალიფჯიში რუსულ ავიადარტყმებს სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა… ასზე მეტი კი დაიჭრა. სამოქალაქო თავდაცვის აქტივისტები ნანგრევებში მოყოლილი ათეულობით ადამიანის გადარჩენას ცდილობენ. სირიული წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსული ავიაცი განსაკუთრებით აქტიურად ბომბავს საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს ალეპოში.
ბაშარ ასადის მხარდამჭერი საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ასადის რეჟიმი უფლებას აძლევს ოპოზიციურ ძალებს ოჯახებთან ერთად დატოვონ ალეპო, რისთვისაც კორიდორს სთავაზობს. თუმცა ოპოზიციონერი მებრძოლები ალეპოს დატოვებას მარცხის აღიარებად განიხილავენ და არ აპირებენ ასადის წინადადების მიღებას.