„ოცნება“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ხსნის და მის ადგილს ირაკლი ჩიქოვანს სთავაზობს?

chiqovaniმიუხედავად იმისა, რომ „ლიდერშიფიდან“ რამდენიმე პერსონა, მათ შორის, ნინო გოგუაძეც დარჩა, შეიძლება ითქვას, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აღარ არსებობს. რა გახდა პარტიის დაშლის მიზეზი? – ამის შესახებ ზუსტი და დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა კულუარებში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ყველაზე აქტიურად იმ მოსაზრებას განიხილავე, რომ პარტიის სახეებს „ოცნებამ“ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თნამდებობები შესთავზა. აქვე, ღირს გასახსენებლად, რომ რამდენიმე კვირის წინ, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ არჩევნებში მეორე ადგილი უწინასწარმეტყველა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.

 

თავდაპირველად ყოფილი „თავსუფალი დემოკრატები“ მთავრობაში პორტირების შესახებ ინფორმაცია ვიქტორ დოლიძესთან დაკავშირებით გავრცელდა, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, რომ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.

 

ამასთან, „თაიმერისთვის“, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში თანამდებობა შესაძლოა, კიდევ ერთმა ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“, ირაკლი ჩიქოვანმა მიიღოს.

 

შეგახსენებთ: 8 ოქტომბრის არჩევნებში ჩიქოვანი კენჭს ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიღწია, ანუ ვერ გაიმარჯვა. ჩიქოვანმა პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ოფიცალურად უკვე დატოვა.

 

რაც შეეხება იმ თანამდებობას, რომელიც ჩიქოვანმა შესაძლოა, „ოცნების“ ხელისუფლებაში დაიკაოს, გადაუმოწმებელი ინფრომაციით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტს სთავზობენ.

 

თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, მაშინ ირაკლი ჩიქოვანი მეორე „ექსთავსიუფალი დემოკრატი“ იქნება, რომელიც გუბერნატორი გახდება.

 

ცნობისთვის: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კახეთის გუბერნატორად ირაკლი

ქადაგიშვილი დაინიშნა, რომელიც თავის დროზე „თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

 

ის, რომ ჩიქოვანი შესაძლოა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახდეს, მთლად ჭორი არ უნდა იყოს, რადგან „თაიმერის“ ექკსლუზიური ინფორმაციით, მხარის მოქმედ გუბერნატორს, ლევან შონიას „ოცნებასთან“ გარკვეული პრობლემები აქვს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ შონია „ოცნებას“, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ჰპირდებოდა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში სამეგრელოში აბსოლუტურ წარმატებას მიაღწევდა და ამასთან, არჩევნებიც ექსეცების გარეშე ჩაივლიდა, თუმცა ვიცით, რომ სამეგრელოში ამ მხრივ იდეალური ვითარება არ არის. შესაბამისად, შონიასაც წყალი, როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ შეუდგა.

 

სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაცია „თაიმერმა“ ირაკლი ჩიქოვანთან გადაამოწმა, რომელმაც  სამეგრელო-ზემო სვნაეთის გუბერნატორად მისი შესაძლო დანიშვნა კატეგორიულად უარყო, თუმცა ჯობია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვდა გამართეს
შემდეგი სტატიაალეპოში რუსებმა კიდევ 50 ადამიანი მოკლეს