Daily Signal: „მოსკოვი სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური სიტუაციის დაძაბვას შეეცდება“

screenshot_15რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან ყირიმისა და უკრაინის შემდეგ? – Daily Signal-ის მიმომხილველი ლუკ კოფი რუსეთის პრეზიდენტის, ვალდიმირ პუტინის შესაძლო სვლების ანალიზს აკეთებს. ჟურნალისტის აზრით, კრემლმა შესაძლებელია, ექვსი სცენარით იმოქმედოს, მათ შორის, საქართველოში, მოლდოვაში, თურქმენეთსა და აზერბაიჯანში შეჭრით.
„ამისთვის კი, სამი პუნქტია საჭირო, – წერს ავტორი, – პირველი: დასავლეთს საქმე აქვს „იმპერიულ“ რუსეთთან და არა – „ცივი ომის“ დროინდელ რუსეთთან, ანუ ის ახლა უფრო მეტად საკუთარი საომარი, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების გაფართოვებითაა დაინტერესებული, ვიდრე – იდეოლოგიის გავრცელებით.

მეორე: პუტინი ძალას რუსულენოვანი მოსახელობის დასაცავად იყენებს და მესამე: თანამედროვე გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ლიდერი აშშ-სთან ომის დაწყებას პროვოცირება სავარაუდოდ, არ მოახდენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს ხელს არ ახლებს. მსგავსი „ოპციები“ შეგვხვდება დასავლეთ ევროპასა და ევროაზიაში. სწორედ ეს მისცემს პუტინს იმის საშუალებას, რომ აჩვენოს, თუ როგორი არაეფექტური და დაბნეულია დასავლეთი. ამასთან, პუტინი მასთან ომს არ დაიწყებს,“ – წერს სტატიის ავტორი.
ჟურნალისტის აზრით, რამდენიმე სცენარი აშშ-სთვის საშიში იქნება, ზოგიერთი კი მასზე ირიბად იმოქმედებს, მაგრამ ექვსივე სცენარს ის აერთიანებს, რომ რუსეთს იმ ტერიტორიებზე სურს გავლენის დაბრუნება, რომელიც ოდესღაც მისი იმპერიის შემადგენელი იყო.
ჟურნალისტი პირველ სცენარად მოლდოვას განიხილავს, კერძოდ, მის პრორუსულ ნაწილ გაგაუზიას, რომელიც მიმდინარე მომენტში ქვეყნის ყველაზე ღარიბი რეგიონია და რომელიც პრობლემებში ბრალს პროდასავლურ მთავრობას სდებს.
კოფის აზრით, ამ რაიონზე კონტროლი უკრაინაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.
„საზღვარზე უკვე ბაზირებულია 1500 ჯარისკაცი. გაგაუზიასზე კონტროლი ოდესას რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს,“ – მიიჩნევს სტატიის ავტორი.
კრემლის სცენარის მეორე ვარიანტი, მისი აზრით, საქართველოა, რომელსაც პუტინი განიხილავს, როგორც „თავისი გავლენის ბუნებრივ სფეროს“ და სადაც რუსეთი 2008 წელს უკვე შეიჭრა. „ახლა კი, რუსეთი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარდა, ეთნიკური სიტუაციის დაძაბვას სამცხე-ჯავახეთში შეეცდება.“
ავტორის თქმით, კრემლისთვის „სეპარატისტული სიმხურვალის“ გაღვივება პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მდგომარეობა, მოსკოვს საშუალებას მისცემს, სამხრეთით წავიდეს და სომხეთში საკუთარი სამხედრო მდგომარეობა გაამყაროს. ასევე, გააკონტროლოს გაზსადენი, რომელიც ამ რეგიონზე გადის.
კოფის აზრით, მესამე ვერსია თურქმენეთია, რომელიც ცენტრალურ აზიაში ოდესღაც ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონი იყო. ქვეყნის სამხრეთით, ჩრდილოეთ ავღანეთის საზღვარზე თალიბები და სხვა შეიარარებული ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. მოსკოვს ეს სიტუაცია აშფოთებს და აშხაბადს დახმარებას ჯერჯერობით მხოლოდ იარაღითა და სპეციალისტებით სთავაზობს. ექსპერტები თვლიან, რომ მორიგი ნაბიჯი გაურკვეველი ვადით ქვეყანაში ჯარის შეყვანა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი კრემლთან მჭიდრო ურთიერთობაშია, მსგავსი კავშირის დამყარებას სხვა სახელმწიფოებთანაც ცდილობს, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ასტანამ შეზღუდვები დააწესა რუსულენოვან მედიაზე, რეკლამაზე, ასევე რუსული ენით სწავლებაზე, რაც, კოფის თქმით, უკმაყოფილო რუსების დასაცავად სამხედრო ჩარევისთვის საკმარისი მიზეზია.
მეხუთე ნომრად კოფი აზერბაიჯანს განიხილავს, სადაც რამდენიმე ხნის წინ მთიანი ყარაბახის გამო, სომხეთთან კონფლიქტი განახლდა. წლების განმავლობაში ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთს კონფლიქტის ზონაში, აზერბაიჯანის სურვილის წინააღმდეგ, საკუთარი სამშვიდობოების შეყვანა უნდა, რათა რეგიონში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ეს კი კავკასიაში კიდევე ერთ დასაყრდენ წერტილს გაუჩენს.
სტატიის ბოლოს ავტორი უკრაინაზე საუბრობს, სადაც კრემლს აწყობს „გაყინული კონფლიქტი“. მისი აზრით, არაა გამორიცხული, რუსეთი უფრო აგრესიულ ზომებზე გადავიდეს – ჯერ მარიუპოლი, შემდეგ კი, ოდესა დაიპყროს.
ლიუკ კოფის თქმით, მოვლენების ასე განვითარება აბსოლუტურად შესაძლებელია. მისივე აზრით, უკანასკნელი რამდენიმე წელია, მოსკოვი იმის გათვლით მოქმედებს, რომ დასავლეთი ვერ უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიალეპოში რუსებმა კიდევ 50 ადამიანი მოკლეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანმა სოსო პავლიაშვილი ,,შავი სიიდან,, ამოიღო