ალეპოში “ჰუმანიტარული პაუზის” მანძილზე ისევ ისმის სროლის და აფეთქების ხმები

5სირიის ალეპოში გაიხსნა ჰუმანიტარული კორიდორი მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეიარაღებული ოპოზიციის გამოსაყვანად, თუმცა, კადრებში, რომელიც ბუსტან ალ-კასრის რაიონშია გადაღებული, ისევ ისმის სროლისა და აფეთქების ხმები.
“ნუმანიტარული პაუზა დღეს დილით ადრე დაიწყო. მის ფარგლებში სირიისა და რუსეთის არმიებმა 11 საათით სროლა შეწყვიტეს და მოსახლეობას რვა კორიდორი გაუხსნეს იმისათვის, რომ მათ ქალაქის დატოვება შეძლონ. სირიის ტელევიზიის ინფორმაციით, რამდენიმე კორიდორს ოპოზიციის ძალები ცხრილავენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სირიისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ალეპოში ცეცხლი შეწყვიტეს ე.წ. “ჰუმანიტარული პაუზის” გამო.

banner
წინა სტატიაში(video) ოფიციალურ მოსკოვს თბილისთან ნორმალური ურთიერთობები “მოენატრა”
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა