(video) ოფიციალურ მოსკოვს თბილისთან ნორმალური ურთიერთობები “მოენატრა”

ოფიციალურ მოსკოვს თბილისთან ნორმალური ურთიერთობები “მოენატრა”. ასე უპასუხა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია “მაესტროს” კითხვას, რომელიც მისი კოლეგის – მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცეწარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის დისკუსიების მორიგი რაუნდის შედეგებს ეხებოდა.

«მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე მიმართული პრაგმატული კურსი და მინდა, გითხრათ, რომ ეს ნორმალური ურთიერთობები უკვე ყველას მოგვენატრა», – განაცხადა ზახაროვამ.

“მაესტროს” ეთერში მან რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური განცხადების ტექსტიც წაიკითხა და მივიდა რა იმ ადგილამდე, სადაც ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზეა საუბარი, თავს უფლება მისცა, პირადი მოსაზრებები გამოეთქვა.

«მსმენია ქართული კურორტების შესახებ. უამრავი ჩემი მეგობარი უკვე ნამყოფია იქ და ამბობს, რომ ძალიან მოეწონა», – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

https://youtu.be/EsTUyKP3-uY

banner
წინა სტატიაშიფილიპინების პრეზიდენტმა ობამას ისევ “ძაღლიშვილი” უწოდა
შემდეგი სტატიაალეპოში “ჰუმანიტარული პაუზის” მანძილზე ისევ ისმის სროლის და აფეთქების ხმები